საბურთალოს მოსახლეობის ინიციატივით, ვეძისში "ლელოს" გენერალურ მდივანთან, საბურთალოს მაჟორიტარ კანდიდატთან, ბადრი ჯაფარიძესთან გაცნობითი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მთავარი თემა იყო ეკონომიკა და ვეძისის მოსახლეობის პრობლემები. ბადრი ჯაფარიძემ მოსახლეობას კონკრეტული სამოქმედო გეგმა გააცნო.
"არჩევნებით ჩვენ შევძლებთ ამ ვითარების რადიკალურად შეცვლას და ახალი ხელისუფლების არჩევას, რომელიც იქნება ბევრად კომპეტენტური და პასუხისმგებლიანი და რომელიც შეძლებს ქვეყნის იმ ჭაობიდან გამოყვანას, რომელშიც "ქართულმა ოცნებამ" შეგვიყვანა," - განაცხადა პარლამენტის საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პარტიიდან "ლელო საქართველოსთვის" - ბადრი ჯაფარიძემ.