28 წლიანი ლოდინი დასრულდა - აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული 13 პირის ნეშტი მიწას მიაბარეს.
იდენტიფიცირებულთაგან 2, სამხედრო პატივით დიღმის ძმათა სასაფლაოზე, 11 კი, საგვარეულო სასაფლაოებზე დაკრძალეს.
ნეშტები სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან სამების საკათედრო ტაძარში გუშინ გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართა.
პანაშვიდზე იმყოფებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე. მისი თქმით, ეს დღე განსაკუთრებულია, რადგან ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, 13 უგზოუკვლოდ დაკარგული ადამიანის ნეშტი საქართველოში დააბრუნეს.
დაკრძალვას ესწრებოდნენ პოლიტიკოსებიც. ადგილზე მისულმა სოზარ სუბარმა ყველა იმ მეომას, ვინც თავისი თანამებრძოლები დაკრძალა მადლობა გადაუხადა.