17 ნოემბერი 2024,   23:28
ვრცლად
აქ რომ მოდიხარ უფრო ხვდები, რომ "ოცნება" სწრაფად უნდა წავიდეს - ირმა ნადირაშვილი რუსთავში "ინტერნატის" დასახლების პრობლემებს გაეცნო

"ევროპული საქართველოს" რუსთავის და გარდაბნის ნაწილის მაჟორიტარობის კანდიდატი ირმა ნადირაშვილი რუსთავში, ე.წ.ი "ინტერნატის" დასახლებაში, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

ადგილობრივების თქმით, მათ ავარიული და გაუფორმებელი საცხოვრებელი ბინების პრობლემა აქვთ.

"აქ არის ავარიული სახლები, იმდენად მძიმე მდგომარეობაა, რომ ბავშვების გაჩერება სახიფათოა. ასევე აქ არის დაუკანონებელი სახლები და მე ვაპირებ კონკრეტულად გავიარო ამ სახლების მისამართები, შემდეგ კი პირდაპირ მივიდე და მაგიდაზე დავუდო ქალაქის მერ ტაბაღუას. აქ რომ მოდიხარ, კიდევ უფრო ხვდები, რომ "ოცნება" რაც შეიძლება სწრაფად უნდა წავიდეს," - აცხადებს პარლამენტის რუსთავი-გარდაბნის ნაწილის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ევროპული საქართველოდან" ირმა ნადირაშვილი.

დღის ამბები