17 ნოემბერი 2024,   23:22
ვრცლად
მხარი დაუჭირეს ისეთ რეზოლუციას, რომლითაც საკუთარ სამშობლოს და ჩვენს ჯარისკაცებს დააბრალეს ომის დაწყება - ანრი ოხანაშვილი დავით ბაქრაძის განცხადებაზე

"ევროპული საქართველოს" ლიდერის დავით ბაქრაძის მიერ "ღამის კურიერში" გაკეთებულ განცხადებაზე მმართველი გუნდის მხრიდან კრიტიკა გრძელდება. საუბარია ევროსაბჭოს 2008 წლის რეზოლუციაზე. "ქართული ოცნება" ყოფილ ხელისუფლებას, დოკუმენტზე ხელმოწერის გამო, კიდევ ერთხელ აკისრებს პასუხისმგებლობას.  

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ მათი ამ ნაბიჯის გამო, ქართულ მხარეს დღეს საერთაშორისო სასამართლოებში ქვეყნის და ჯარისკაცების ინტერესების დაცვა უწევს. 

"პირდაპირ ეთერში დაადასტურა ის ფაქტი, რომ მათ მხარი დაუჭირეს ისეთ რეზოლუციას და დაუშვეს მასში ისეთი ტექსტის ჩაწერა, რომლითაც მათ საკუთარ სამშობლოს და ჩვენს ჯარისკაცებს დააბრალეს ომის დაწყება. ამის შემდგომ ისინი ცდილობენ, რომ უსუსური საბაბით მოიშველიონ საბაბად ის, რომ თითქოს მათ უნდოდათ, რომ ტექსტში ჩაწერილიყო ოკუპაცია. მათი ამ მოღალატეობრივი ნაბიჯების და გადაწყვეტილებების გამო გვიწევს საერთაშორისო სასამართლოებში ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ჯარისკაცების ინტერესების დაცვა. ისინი არიან მოღალატეები, თუმცა ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ საერთაშორისო დონეზე იმისთვის, რომ ჩვენი გმირი ჯარისკაცების, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ღირსება და ინტერესები იყოს დაცული," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა

დღის ამბები