იერუსალიმში ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციასთან მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. მომიტინგეები ნეთანიაჰუს კორუფციული საქმისა და კორონავირუსის კრიზისთან არასათანადო გამკლავების გამო აკრიტიკებენ.
აქციის მონაწილეები ისრაელის პრემიერ-მინისტრს გადადგომისკენ მოუწოდებდნენ.
ნეთანიაჰუს მემარჯვენე პარტია "ლიკუდმა" საპროტესტო გამოსვლებს "მემარცხენეების მიერ მოწყობილი არეულობები უწოდა" და ისრაელის ერთ-ერთი წამყვანი ტელეკომპანია "მე-12 არხი" ულტრამემარცხენეების დემონსტრაციების მხარდაჭერაში დაადანაშაულა.