ბელარუსში მიმდინარე პროცესებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო გამოეხმაურა.
მაიკ პომპეო ლუკაშენკოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს გმობს და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ტრაგედიას უწოდებს.
"ბელარუსში თავისუფალი არჩევნები არ გამართულა. ის, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში ხდება ნამდვილი ტრაგედიაა. ბელარუს ხალხს სჭირდება თავისუფლება და დემოკრატია. ეს მათ დაიმსახურეს," - აცხადებს მაიკ პომპეო.
შეგახსენებთ, პროტესტი და შეტაკებები მინსკის ქუჩებში არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე დაიწყო, რომლის მიხედვითაც ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80%-მა მისცა ხმა.