17 ნოემბერი 2024,   23:40
ვრცლად
ბელარუსის მთავრობას შტატებთან ერთად ევროკავშირიც აკრიტიკებს და ქვეყანას სანქციებით ემუქრება

ბელარუსის მთავრობას შტატებთან ერთად ევროკავშირიც აკრიტიკებს და ქვეყანას სანქციებით ემუქრება.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი არის ის, რომ ლუკაშენკოს მთავრობის კრიტიკას უკვე არც ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ერიდებიან. მაგალითად განცხადებას აკეთებს იგორ ლეშენია, რომელიც სლოვაკეთში ბელარუსის ელჩია. ლეშენია მომიტინგეებს დიპლომატიურ მხარდაჭერას უცხადებს და მათ მოთხოვნებს სრულად იზიარებს.

"ჩემი ბელარუსი ძმებისა და დების მსგავსად შოკში ვარ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების წამებისა და ცემის გამო. მხარს ვუჭერ ბელარუსის ქუჩებში შეკრებილ მოსახლეობას, რომელსაც ქვეყნის მთავრობა საბჭოთა კავშირის მეთოდებით მართავს და უსწორდება," - აცხადებს იგორ ლეშენია.

ქვეყანაში პროტესტი უკვე კვირაზე მეტია გრძელდება. მოსახლეობა არა მხოლოდ მინსკში, არამედ ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში იკრიბება. გაფიცულები არიან ქარხნების და საწარმოების თანამშრომლები.

მიზეზი არჩევნების შედეგებია, რომელსაც უნდობლობას უცხადებს როგორც მოსახლეობა, ასევე საერთაშორისო საზოგადოებაც.

ახალი არჩევნების დანიშვნასთან ერთად მოსახლეობა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და აქციის მონაწილეთა სასტიკ დარბევაში ბრალდებული ძალოვნების დასჯას ითხოვს.

მოსალოდნელია,რომ ქვეყანაში ვითარება კიდევ უფრო გართულდება. ამის ერთ-ერთი ნათელი დასტურია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დღეიდან ქუჩებში გამოსვლას მთავრობის მომხრეებიც გეგმავენ.

დღის ამბები