17 ნოემბერი 2024,   23:34
ვრცლად
"გვთავაზობენ ნატოს ჯარისკაცებს, შავკანიანებს, ყვითელ პირებს და ქერებს" - ალექსანდრ ლუკაშენკო

ბელარუსი ისევ ყურადღების ეპიცენტრშია - ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ დემონსტრაციები განახლდა. "მარში თავისუფლებისთვის" - ამ სახელწოდების მსვლელობაში ათასობით ადამიანი მონაწილეობს. პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებელი სამართალდამცველების დასჯა, მოთხოვნების ნაწილია.

ანტისამთავრობო გამოსვლები მინსკის გარდა, ბელარუსის სხვა ქალაქებშიც იმართება.

ანტისამთავრობო აქციის პარალელურად დედაქალაქში ალექსანდრ ლუკაშენკოს მხარდამჭერებიც შეიკრიბნენ, თუმცა, მათი მიტინგი მცირეხნიანი გამოდგა. აქციაზე მომხრეებს სიტყვით თავად ლუკაშენკომაც მიმართა. მისი თქმით, მიმდინარე მოვლენებმა აიძულა მხარდამჭერებისთვის დახმარება ეთხოვა.

დემონსტრაციებს დღეს რომის პაპი გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ძალადობა დიალოგმა ჩაანაცვლოს.

"ლიეტუვა, ლატვია, პოლონეთი, უკრაინა ჩვენ ახალი არჩევნების ჩატარებას გვიბრძანებენ​. თუ მათ ნებას გავყვებით, ვერასდროს დავასტაბილურებთ ჩვენს ხომალდს. ჩვენ არ გვჭირდება საზღვარგარეთული მთავრობები, ჩვენ საკუთარი გვჭირდება. ჩვენ ახალ ხელისუფლებას გვთავაზობენ, გვთავაზობენ ნატოს ჯარისკაცებს, შავკანიანებს, ყვითელ პირებს და ქერებს," - განაცხადა აქციაზე ლუკაშენკომ.

დღის ამბები