აშშ აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიისკენ სვლის მხარდაჭერას - ამის შესახებ ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში სოციალურ ქსელში წერს.
როგორც სენატორი საკუთარ twitter-ზე აღნიშნავს, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი კვლავ ოკუპირებულია.
"თორმეტი წლის წინ რუსეთი საქართველოს სუვერენულ ტერიტორიზე შეიჭრა, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი კვლავ ოკუპირებულია. აშშ აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიისკენ სვლის მხარდაჭერას და არასდროს ცნობს რუსეთის მიერ საქართველოს უკანონო ოკუპაციას," - წერს ჯიმ რიში.