ავტოიმპორტიორები მთავრობას დახმარების თხოვნით მიმართავენ და პრემიერ მინისტრს სპეციალურ მიმართვასაც უგზავნიან. ისინი ხელისუფლებას განბაჟების წესში გარკვეული ცვლილებების შეტანას სთხოვენ. მათი თქმით, აუცილებელია განბაჟების გადავადება 2021 წლის მარტამდე ისეთ მანქანებსაც შეეხოს, რომელიც საქართველოში მაისის შემდეგ შემოვიდა.
ავტოიმპორტიორების თქმით, პანდემიამ და დაწესებულმა შეზღუდვებმა მათ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენათ.
"ავტოიმპორტიორების დიდი ნაწილი, ასეთი ათეულობით და ასეულობით არის, ჰყავს ავტომობილები და ეს ავტომობილები შემოსულია როგორც პირველ მაისამდე, ისე პირველი მაისის შემდგომ. ამ შემთხვევაში, ეს ადამიანები უკვე მიდიან უკვე 1000 ლარიან ჯარიმებზე. მთავრობამ უნდა დაგვანახოს გეგმა უნდა იყოს არა მარტო ანტიკრიზისული, არამედ პოსტკრიზისული, იმიტომ, რომ ეს ადამიანები თუ გაკოტრდებიან, დავკარგავთ 700 მილიონი დოლარის ღირებულების ბაზარს რეალურად," - განაცხადა საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის გამგეობის წევრმა, ალექსი ნონიაძემ.