17 ნოემბერი 2024,   23:20
ვრცლად
"ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატებს დღეს წარადგენს

"ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატებს დღეს წარადგენს.

პოლიტიკური მოძრაობა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას დამოუკიდებლად გეგმავს. პარტიამ წინასაარჩევნო პროგრამა უკვე წარადგინა.

მათი თქმით, მთავარი სამუშაო დევნილი ოჯახების მხარდაჭერა, უმუშევრობის დაზღვევა და სოციალური გარანტიების შემოღება, ასევე დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის გადასახადის შემცირება იქნება.

რაც შეეხება რეგიონებს, მოძრაობა კანდიდატებს 20 აგვისტოდან წარადგენს.

"დავასახელებთ თბილისის მაჟორიტარ კანდიდატებს. ძალიან მნიშვნელოვანია ამ არჩევნებში მონაწილეობა. არის უმნიშვნელოვანესი არჩევნები, სადაც ძალიან ბევრი რამე გადაწყდება. მნიშვნელოვანია ამ ორპოლუსიანობის გარღვევა. ჩვენ ვაპირებთ აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა პროცესში. გვესმის სირთულეების, გვესმის პოლარიზებული მედიის. გვესმის დიდი ფინანსური არაკანონიერი ფულის პოლიტიკაში. ამ ქვეყანას სხვა არჩევანი სჭირდება," - განაცხადა პარტია "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა "კურიერთან" საუბრისას.

დღის ამბები