17 ნოემბერი 2024,   23:24
ვრცლად
"ვინ ჩამოვიდა და ვინ წავიდა ამ თვითმფრინავით" - ოპოზიცია ხელისუფლებას დოკუმენტაციის წარდგენას სთხოვს

ბელარუსში 16 აგვისტოს საქარათველოდან განხორციელებულ ფრენასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებას ოპოზიციის წევრები ეხმაურებიან.

ოპოზიციის წევრებისთვის გაუგებარია, რატომ იმყოფებოდა საქართველოში ელჩი, როდესაც ბელარუსში მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს. 

"შემაშფოთებელია ის, რომ ასეთი მნიშვნელოვანი დღეების დროს, ბელარუსის ისტორიაში, სადაც ერთი კვირაა მიმდინარეობს საპროტესტო აქციები და ხალხი იბრძვის არჩევნებითვის საქართველოს ელჩი, რომ არ იყო ბელორუსში, ეს უბრალოდ, გაუმართლებელია. აქედან გამომდინარე, ეს არის ჩემთვის ყველაზე უფრო კითხვის ნიშნების აღმძვრელი და არა ის, რომ გუშინ სასწრაფოდ ჩაიყვანეს," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ. 

"ბელორუსში ეს არჩევნები არ იყო რაღაცა რიგითი არჩევნები, ვხედავთ რაც ხდება და გაუგებარია, როგორ შეიძლება, რომ წინა დღეს ელჩმა დაიწყოს შვებულება. თუ ოფიციალურ ვერსიას გვთავაზობენ, რომ ელჩის წასაყვანად გამოიყო ოფიციალური თვითმფრინავი. სწორი იქნება წარმოადგინოს ხელისუფლებამ ის დოკუმენტაცია, რომელიც საზოგადოებას აჩვენებს, რეალურად, ვინ ჩამოვიდა, ვინ წავიდა ამ თვითმფრინავით," - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა. 

საგარეო საქმეთა სამინისტრომ წერილობით ახსნა მიზეზი, რის გამოც სამთავრობო თვითმფრინავი ბელარუსის დედაქალაქში გაფრინდა.

უწყების ინფორმაციით, მინსკში მიმდინარე მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე, აუცილებელი გახდა საქართველოს ელჩის გამგზავრება ბელორუსში. სამინისტრომ აღნიშნა, რომ ვალერი კვარაცხელია სამშობლოში 6 აგვისტოდან იმყოფება.

თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გუშინ, 16:54 აფრინდა და მინსკის სახელმწიფო აეროპორტში 19:11 საათზე დაჯდა. ლაინერი უკან ღამით 23:49 დაბრუნდა. ოფიციალურ განმარტებამდე იყო რამდენიმე ვერსია, რომელსაც ოპოზიცია ავრცელებდა.

 

დღის ამბები