კელი დეგნანი საქართველოს ხელისუფლებას მოახლოებული არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარებისკენ მოუწოდებს. აშშ-ს ელჩი ამბობს, რომ ოქტომბრის არჩევნების მიმართ ამერიკისა და ევროპის ინტერესი დიდია.
"ოქტომბრის არჩევნები შესაძლებლობაა არჩეული იყოს უფრო წარმომადგენლობითი პარლამენტი, ასევე მნიშვნელოვანია მაჟორიტარი კანდიდატების გარდა, ყურადღება მიექცეს პროპორციულ სიაში მყოფ კანდიდატებსაც. საკმაოდ დიდია როგორც ამერიკის, ასევე ევროპის ინტერესი, რომ არჩევნები სამართლიანად და თავისუფლად ჩატარდეს," - განაცხადა კელი დეგნანმა.