პოლიტიკური პარტია "ლელო საქართველოსთვის" ქვეყანაში ავტოსაგზაო შემთხვევების გაზრდილ სტატისტიკაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
"ლელო საქართველოსთვის" მოითხოვს შემუშავდეს პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც საგზაო უსაფრთხოების წესები გამკაცრდება.
"ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო შეექმნა სისტემა, რომელიც უზრუნველყოფდა მძღოლის მომზადების მაღალ სტანდარტსა და ხარისხს. გამოცდების ჩაბარების საბჭოური წესი დღემდე მოქმედებს საქართველოში. წინასწარ იბეჭდება საგამოცდო ბილეთები, შემდეგ ამას ადამიანები იზეპირებენ, ვერ იაზრებენ საკითხს საფუძვლიანად და ამის საფუძველზე იღებენ მართვის მოწმობას," - განაცხადა პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა კახა კოჟორიძემ.