"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებზე თავდასხმა ოპოზიციური ერთიანობისთვის ხელისშემწყობი არაა.
სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას, თუ როგორ უნდა დაკომპლექტდეს მომავალი მთავრობა, ამომრჩეველი მიიღებს.
"რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევუწყოთ ხელი ოპოზიციურ ერთიანობას ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, მაგრამ ამავე დროს, მიგვაჩნია, რომ თავდასხმა სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებზე არ არის ამ ერთიანობისთვის ხელშემწყობი. სწორედ ამიტომ, გავაკრიტიკეთ ჩვენი მხრიდან ის პოზიციები, რაც გააჟღერა დავით ბაქრაძემ.
არანაირად არ არის ჩვენი პოზიცია ის, რომ ერთპარტიული მმართველობა უნდა იყოს ამ ქვეყანაში. ქართველმა ხალხმა და ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს ვინ მართავს ამ ქვეყანას. დღეს მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს ერთიანი ოპოზიციური ფრონტი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების უზრუნველსაყოფად," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ცნობისთვის, დავით ბაქრაძემ "რუსთავი 2-ის" ეთერში განცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტში არ იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც მათი გადმოსახედიდან მინისტრთა კაბინეტში არ უნდა იყვნენ. ბაქრაძის თქმით, სააკაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი მინისტრთა კაბინეტში და მათ შორის, არც პრემიერ-მინისტრად არ იქნებიან.