ენმ ხელისუფლებას სტიქიისას თელავისა და ყვარლის დაზარალებული მოსახლეობისათვის კომპენსაციის გადახდას მოუწოდებს.
"ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციასთან ბრიფინგი გამართა, სადაც გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რომ ადგილობრივ ხელისუფლება 15 ივლისს მომხდარი სტიქიის დროს დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად არაფერს აკეთებს.
მისი თქმით, თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტის დაზარალებულ სოფლებში ზარალი მათ აღწერეს და ხელისუფლებას მოუწოდებენ, მოსახლეობას, რომელიც სტიქიის გამო მოსავლისა და შემოსავლის გარეშე დარჩნენ, კომპენსაცია გადაუხადონ. ამ მოთხოვნით გიორგი ბოტკოველმა ზარალის აღწერის შედეგად მოპოვებული დოკუმენტაცია კახეთის გუბერნიის კანცელარიას ჩააბარა.
"ერთი თვეა გასული იმ სტიქიიდან, რომელიც ორ მუნიციპალიტეტში მოხდა. თელავის მუნიციპალიტეტში დაზიანდა რამდენიმე სოფელი, ასევე ყვარლის მუნიციპალიტეტში, სადაც ფაქტიურად, ადამიანებს აღარ დარჩათ არაფერი. ხელისუფლების წარმომადგენლები არც შეწუხებულან იმისთვის, რომ ჩასულიყვნენ და ადგილზე მაინც ენახათ, როგორ დაზიანდა ვენახები," - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.