17 ნოემბერი 2024,   23:40
ვრცლად
"მოლაპარაკე დათუნია" - თეა წულუკიანი დავით ბაქრაძეს წინა ხელისუფლების "გამპრავებელს" უწოდებს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს დავით ბაქრაძეს წინა ხელისუფლების "მოლაპარაკე დათუნიას" უწოდებს.

წულუკიანი "ევროპულ საქართველოსა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის მიმდინარე დაპირისპირებას გამოეხმაურა.

"რა თქმა უნდა, სააკაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი აღარასდროს უნდა იყვნენ ხელისუფლებაში, უბრალოდ, სასაცილოა, რომ დავით ბაქრაძე ამას ახლა მიხვდა და არ მიხვდა ამას მაშინ, როდესაც მათი მოლაპარაკე დათუნია იყო ამდენი წელი ხელისუფლებაში. ეს იყო მათი მოლაპარაკე დათუნია, ბევრი წელი, სპიკერი პარლამენტის. ის იყო სპიკერი და "გამპრავებელი", ბოდიში ამ სიტყვებისთვის, სააკაშვილის, ადეიშვილის და მერაბიშვილის. ახლა მიხვდა, როცა თვითონ უნდა ხელისუფლებაში მოსვლა, რომ ისინი იყვნენ ცუდი ხალხი," - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

ცნობისთვის, დავით ბაქრაძემ "რუსთავი 2-ის" ეთერში  განცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტში არ იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც მათი გადმოსახედიდან მინისტრთა კაბინეტში არ უნდა იყვნენ. ბაქრაძის თქმით, სააკაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი მინისტრთა კაბინეტში და მათ შორის, არც პრემიერ-მინისტრად არ იქნებიან. 

დღის ამბები