17 ნოემბერი 2024,   23:23
ვრცლად
რუსთავში "ქართული ოცნების" კანდიდატის წარდგენის დროს, გიორგი ვაშაძის მხარდამჭერებმა აქცია გამართეს

რუსთავში, ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც "ქართულმა ოცნებამ" მოსახლეობას რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი წარუდგინა, გიორგი ვაშაძის მხარდამჭერებმა აქცია გამართეს.

აქტივისტების თქმით, უცნობმა პირმა ერთ-ერთ მათგანს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა, რის გამოც ისინი პროკურატურაში სარჩელის შეტანას აპირებენ, თუმცა სამართლიანობის იმედი არ აქვთ.

"კორონავირუსის პანდემიის დროს, "დამსხვრეული ოცნების" პარტიამ ხალხს 45 მილიონი მოპარა და თავის მეგობრებსა და ბიძაშვილებს გადაუნაწილა, შემდეგ კი ისევ პარტიაში დააბრუნა ეს თანხა შემოწირულობების სახით. ჩვენ აქ მდუმარე აქციით მოვედით და ჯალათები დაგვიპირისპირდნენ," - განაცხადა აქციის მონაწილემ. 

ახალგაზრდები ღონისძიების ტერიტორიაზე შესვლას ითხოვდნენ, რის გამოც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

დღის ამბები