05 მაისი 2024,   08:17
ვრცლად
საბურთალო-ირაკლი ოქრუაშვილი, დიდუბე-ჩუღურეთი-ზურაბ ჯაფარიძე - ოპოზიციის მაჟორიტარი კანდიდატების ვინაობა ცნობილია

ოპოზიცია თბილისის დარჩენილი ორი ოლქის მაჟორიტარ კანდიდატებზე სრულად შეთანხმდა.

საბურთალოს ოლქის მაჟორიტარი კანდიდატი-ირაკლი ოქრუაშვილი, ხოლო დიდუბე-ჩუღურეთში-ზურაბ ჯაფარიძე იქნება.

"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში დღეს, ოპოზიციის მორიგი წინასაარჩევნო შეხვედრა გაიმართება. 

"ცხელი ზაფხულითა და მძიმე ამბებით დაზაფრული ჩვენი საზოგადოება, გვინდა გავახაროთ. ის მაინც მოხდა, ოპოზიცია შეთანხმდა დედაქალაქში საერთო კანდიდატებზე სრულად და შეიძლება ჩავთვალოთ, რომ რეჟიმს დედაქალაქი 31 ოქტომბერს დაკარგული აქვს. საბურთალოს რაიონში ოპოზიციის საერთო კანდიდატი იქნება დაუცხრომელი მებრძოლი ყველა ხელისუფლებასთან ბატონი ირაკლი ოქრუაშვილი. დარწმუნებული ვართ, რომ მას იქ გამარჯვება ელოდება. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში ოპოზიციის საერთო კანდიდატი იქნება ბატონი ზურაბ ჯაფარიძე, რომელსაც ყველა ვიცნობთ, რომ რომლის აქტიურობითაც მოხიბლული ვართ ყოველთვის - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

დღის ამბები