გვიან ღამით "სტრატეგია აღმაშენებლის" ოფისის გარე ფასადი და ბანერები დააზიანეს. ფაქტთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი პარტიის წევრმა სერგო ჩიხლაძემ გამართა.
პარტიაში სამართალდამცავ ორგანოებსა და მმართველ გუნდს სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებენ, რათა არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს და მსგავსი ვანდალიზმის ფაქტები აღარ განმეორდეს.
"ჩვენი სათაო ოფისი ვანდალიზმის მსხვერპლი გახდა. დაზიანებულია გარე ფასადი და ბანერები. რომ არა ჩვენი ოფისის დაცვის თანამშრომლების სწრაფი რეაგირება, ზარალი შეიძლება ბევრად მეტი ყოფილიყო. მოვუწოდებთ სამართალდამცავ უწყებებს ეს საქმე დროულად გამოიძიონ,"- აცხადებს პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე.