17 ნოემბერი 2024,   23:27
ვრცლად
"მე მივიღე გადაწყვეტილება, ყველაზე რთულ ადგილას წავსულიყავი" - ირაკლი ოქრუაშვილს საბურთალოზე გამარჯვების იმედი აქვს

ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც გაერთიანებულმა ოპოზიციამ საბურთალოს ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელა, ამბობს, რომ ეს იყო, ერთგვარად, მისი "წინა ხაზზე გაშვება" გაერთიანების მხრიდან.

"მე ამას დიდი სიამოვნებით დავთანხმდი, მაგრამ ვიდრე არსებობდა გარკვეული სახის პრობლემა, რომ შეიძლებოდა, ჩემი კანდიდატურა ხელის შემშლელი გამხდარიყო საერთო შეთანხმების მიღწევისთვის, მე ამ დროს გავერიდე პროცესს და როდესაც მივიღე შეთავაზება, მხოლოდ მას შემდეგ დავთანხმდი," - აღნიშნა ოქრუაშვილმა.

მისივე თქმით, საბურთალოს ოლქი ერთ-ერთი იყო, სადაც მას კენჭისყრა შეთავაზეს

"იყო სხვადასხვა შემოთავაზება, ამ ორი თვის განმავლობაში. საბოლოო ჯამში, მე მივიღე გადაწყვეტილება, ყველაზე რთულ ადგილას წავსულიყავი. ჩემთვის ასეა ცხოვრება, რომ სირთულეები რაც მეტია, მით უფრო საინტერესოა ამ სირთულეების გადალახვა.

მთავარი კონკურენტი, არა მარტო ჩემი, არამედ ყველა ოპოზიციური კანდიდატის არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ასოცირდება გაზრდილ კრიმინალთან, გაზრდილ კორუფციასთან, ქვეყნის დაცლასთან, ინფლაციასთან, უპერსპექტივობასთან და ა.შ. თუ ჩვენ ამ კონკურენტს დავამარცხებთ, ქვეყანას გამოვიყვანთ ჭაობიდან,"- განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრა "ლეიბორისტების" ოფისში ცოტა ხნის წინ დასრულდა. დღეს უკვე ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მაჟორიტარობისთვის ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, საბურთალოზე კი - ირაკლი ოქრუაშვილი იბრძოლებს. 

დღის ამბები