17 ნოემბერი 2024,   23:29
ვრცლად
"სასაცილო გამოვლინება იყო პლაკატების ჩამოხევა" - "ევროპული საქართველო" დედაქალაქის მთავრობას მიკერძოებულობაში ადანაშაულებს

"ევროპული საქართველო" თბილისის მერიას წერილობით მიმართავს. პარტია დედაქალაქის მთავრობას მიკერძოებულობაში ადანაშაულებს. "ევროპული საქართველოს" ინფორმაციით, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ქალაქის ქუჩებში მერიის დავალებით ანადგურებენ ოპოზიციონერი კანდიდატების სარეკლამო მასალებს.

"სასაცილო გამოვლინება იყო პლაკატების ჩამოხევა და ჩვენი მომხრეების დაჯარიმება იმის გამო, რომ მათ პლაკატები გააკრეს ქალაქში. ეს არის ხელისუფლება, რომელიც შერჩევითად იყენებს კანონებს.

ჩვენი ოფისის წინ რამდენიმე თვის წინ, ყველას კარგად ახსოვს "ქართული ოცნების" აქტივისტებმა როგორ გააკრეს შეურაცხმყოფელი პლაკატები მთელს კედელზე. მაშინ არც ერთი ადამიანი არ ყოფილა არც დაკავებული, მით უმეტეს არ ყოფილა დაჯარიმებული,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ. 

დღის ამბები