ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავჯდომარე "ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსს" შეუერთდა. ბესარიონ ესებუა პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა დღეს წარადგინეს.
"ჩემს პირად მოვალეობად მიმაჩნია, დღეს ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, ჩემი რესურსი, რაც გამაჩნია გავიღო იმისთვის, რომ აღნიშნული პოლიტიკური ორგანიზაცია საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში დამკვიდრდეს, როგორც ერთ-ერთი გავლენიანი პოლიტიკური ძალა,“ - განაცხადა ბესარიონ ესებუამ.
უკვე ერთი კვირაა, რაც ჩხოროწყუს საკრებულომ ახალი თავმჯდომარე, კობა ჯიქია აირჩია.