17 ნოემბერი 2024,   23:20
ვრცლად
შევთანხმდით დეკლარაციულ ნაწილზე, რომ ერთობლივად მოვახერხოთ საარჩევნო ხმების დაცვა - ფიქრია ჩიხრაძე

"ლელო საქართველოსთვის" სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ფიქრია ჩიხრაძე "დღის კურიერში" სტუმრობისას აცხადებს, რომ მისი პარტია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ახალი, ალტერნატიული ძალაა და მათი მიზანია, რომ ისეთი ამომრჩეველი მივიდეს ხმის მისაცემად, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გასული იყო საარჩევნო ველიდან.

"ლელომ" სწორედ იმ ამომრჩევლის მობილიზება უნდა მოახდინოს, რომელიც ამ ხნის განმავლობაში გასული იყო საარჩევნო ველიდან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს არჩევანი. პროპორციული არჩევნები ჩვენ იმიტომ გვინდოდა, სწორედ რომ პოლიტიკური და პარტიული მრავალფეროვნება შეგვექმნა. ამომრჩევლის ნება და განწყობა ასეთია.

ჩვენ ახალი სტრუქტურის მშენებლობას და ახალი სტრატეგიის წარდგენას ვახდენთ საზოგადოების წინაშე ახალ სახეებთან ერთად, ბუნებრივია ჩვენ ვერ ჩავიკეტებოდით იმ სახეებში, რომლებიც უკვე დიდი ხანია პოლიტიკურ ველზე არიან. ასევე ამომრჩევლის ინტერესი ყოფილიყო გადამწყვეტი. ამომრჩევლის ინტერესი არის რომ ძალად კი არ აძლევდეს ვიღაცა ვიღაცის წინააღმდეგ ხმას ან საერთოდ გადიოდეს საარჩევნო მინდვრიდან, არამედ მას ჰქონდეს არჩევანი და ჰქონდეს გარანტია იმისა, რომ მისი ხმა რეალიზებული იქნება," - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

წამყვანის კითხვაზე, დეკლარაციას, რომელსაც დღეს ხელი მოაწერეს ოპოზიციურმა ლიდერებმა, როგორ მოხდება კოორდინაცია, ჩიხრაძე პასუხობს, რომ საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ამდაგვარი მექანიზმი არის ოპოზიციის მხრიდან შეთავაზებული.

"ლელოსი" და ყველა მსხვილი პოლიტიკური ძალის ამოცანა გახლავთ დღეს, რომ ცვლილება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე აუცილებლად განხორციელდეს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ჩვენი ამომრჩეველი ასევე დავარწმუნოთ იმაში, რომ მათგან გაღებული ხმა იქნება დაცული და ამ დაცვისთვის რა მექანიზმები არსებობს. ჩვენ დღეს შევთანხმდით დეკლარაციულ ნაწილზე, სადაც განწყობა, სურვილი არის ის, რომ ერთობლივად მოვახერხოთ საარჩევნო ხმების დაცვა, წინასაარჩევნო პერიოდში სამართლიანი გარემოს უზრუნველყოფა და უშუალოდ არჩევნების დღეს ხმების დაცვა. ამის გარკვეული გამოცდილება ოპოზიციურ ძალებს გვაქვს, ამ გამოცდილების აკუმულირებაც მოხდება. საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რომ ამდაგვარი მექანიზმი იქნას ოპოზიციის მხრიდან შეთავაზებული. ამავდროულად არის კიდევ ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა ამ თემაში, რომელსაც მე იმედი მაქვს რომ ასევე მოვიზიდავთ. იმედი მაქვს რომ მოვახერხებთ და დავიცავთ ყველა ხმას," - აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ. 

დღის ამბები