17 ნოემბერი 2024,   23:39
ვრცლად
ხელს მოვაწერთ კიდევ ერთი დეკლარაციას, რომელიც მძიმე გამოცდა იქნება სატელიტი პარტიებისთვის - ნინო ბურჯანაძე

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარემ " "დღის კურიერის" ეთერში იმ დეკლარაციის შესახებ ისაუბრა, რომელზეც ოპოზიცია დღეს შეთანხმდა. საუბარია დოკუმენტზე, რომელიც გულისხმობს, რომ ოპოზიციური პარტიები დეკლარაციაზე ხელმოწერით პასუხისმგებლობას იღებენ, არჩევნებზე დაიცვან არა მხოლოდ საკუთარი პარტიის ხმები, არამედ იმ პოლიტიკური ძალების ხმები, რომლებმაც დეკლარაციას ხელს მოაწერენ. 

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში ოპოზიცია აპირებს კიდევ ერთ დეკლარაციას მოაწეროს ხელი, რომელიც მისი განმარტებით, იქნება ტესტი "სატელიტი პარტიებისათვის".

"ყველა პარტია საკუთარ ხმებს ყოველთვის იცავდა, ჩვენც ვიცავდით ჩვენს ხმებს 2016 წელს, მარგამ 2016 წელს მოხდა ისე, რომ ცალკეული პარტიების ინტერესები დაემთხვა ქართული ოცნების ინტერესებს და ქართულმა ოცნებამ, ვინც პარლამენტში შევიდა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად მშვენივრად გადაალაგა ჩვენი "ერთიანი საქართველოს ხმები, ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის ყულაბაში მოხვდა, ზოგი ქართული ოცნების. რა თქმა უნდა, მსგავსი რამ გამორიცხული არ იქნება, თუ ჩვენ ვერ გამოვრიცხეთ სატელიტი პარტიების აქტიურობა პარლამენტის დროს. ჯერჯერობით არ დავასახელებ ამ პარტიას, იმიტომ რომ გარკვეული გამოცდა ამ სატელიტურ პარტიებს ელოდებათ, იქედან გამომდინარე, რომ მომავლში ჩვენ ასევე ვფიქრობთ, კიდევ ერთი დეკლარაციის ხელმოწერას და შეთავაზებას სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის, რომელიც მძიმე გამოცდა იქნება სატელიტური პარტიებისთვის. იქ გამოჩნდება, ვინ არის სატელიტი და ვინ არა... 

ამ დეკლარაციის ხელმოწერა ხმების დაცვასთან დაკავშირებით მოხდება არა ბატონი შალვას ოფისში, არამედ ალბათ სასტუმრო მერიოტში, იმიტომ რომ არც ერთი სხვა პარტიისთვის რომლისთვისაც ე.წ. ნათელაშვილს ფანჩატური დისკომფორტს ქმნის, არ აღმოჩნდეს დისკომფორტის წინაშე. ეს არ არის მარტო ნათელაშვილის ოფისის ფორმატი," - ამბობს ბურჯანაძე. 

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარემ გადაცემაში ოპოზიციის იმ ორ საერთო კანდიდატთან დაკავშირებითაც ისაუბრა, რომლებზეც ოპოზიციამ საბურთალოს რაიონისა და დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქებში დღეს დაასახელა. ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ მთავარი კრიტერიუმი, რაც ამ შეთანხმებას წინ უძღოდა არის ის, რომ ოპოზიციას შორის კოორდინაცია არ დარღვეულიყო. ბურჯანაძის განმარტებით, მთავარი იყო კანდიდატურებს ბრძოლის უნარი ჰქონოდათ, რათა არჩევნებში "ქართული ოცნება" დამარცხდეს. 

დღის ამბები