17 ნოემბერი 2024,   23:21
ვრცლად
8 საარჩევნო ოლქი და 8 შეთანხმებული კანდიდატი - ოპოზიციის ვაკანსიები თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში შევსებულია

ოპოზიციამ დედაქალაქში ღიად დარჩენილი ორი ოლქი ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ დღეს დახურა.გაერთიანებული ოპოზიციამ დიდუბისა და საბურთალოს ოლქებში მაჟორიტარობის კანდიდატებად ზურაბ ჯაფარიძე და ირაკლი ოქრუაშვილი დაასახელეს.ოპოზიციის წევრების განმარტებით, განსხვავებული პოლიტიკური გემოვნებისა და კონკურენციის მიუხედავად, ამ შეთანხმებით მათ აჩვენა, რომ მმართველი გუნდის დასამარცხებლად თანამშრომლობა შედგა.

გარდა ამისა, 30 პოლიტიკური პარტია თანხმდება, რომ არჩევნებზე არა მხოლოდ საკუთარ, არამედ ერთმანეთის ხმებსაც დაიცავს. გადაწყვეტილება დღეს დეკლარაციაზე ხელმოწერით გააფორმეს.

"ქართულ ოცნებაში" ხმების დაცვის აუცილებლობას კატეგორიულად გამორიცხავენ. გია ვოლსკი ვარაუდობს, რომ დეკლარაციას რეალურად სხვა მიზანი აქვს.

ოპოზიცია კიდევ ერთი დეკლარაციის ტექსტზე მუშაობს. პოლიტიკურმა ძალებმა ხელმოწერით უნდა დაადასტურონ, რომ "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობას არ აპირებენ.

დღის ამბები