პარტიამ "სამართლიანობისთვის" ქობულეთის მუნიციპალიტეტში, პირველი საარჩევნო შტაბი ოფიციალურად გახსნა.
ეკა ბესელიამ მხარდამჭერებს შტაბის ხელმძღვანელი, კახა ცეცხლაძე წარუდგინა. სამართლიანობისა და დარღვეული უფლებების აღდგენა - პარტიის მათი მთავარი მიზანი ბესელიამ შეკრებილებს კიდევ ერთხელ შეახსენა.
"ძალიან კარგი გუნდში შეიკრიბა აჭარაში, ეს ამ რეგიონში ჩვენი პირველი ორგანიზაციაა და ძალიან მინდა სამართლიანობისთვის მიზნის მიღწევაში, ქობულეთელები წინა რიგებში იდგნენ,"- აცხადებს ეკა ბესელია.
"სამართლიანობისთვის" დღეს და ხვალ საარჩევნო შტაბებს უკვე ბათუმსა და ოზურგეთში გახსნის. რაც შეეხება საარჩევნო სიასა და მაჟორიტარობის კანდიდატებს - ეს ცნობილი უკვე აგვისტოს ბოლოს გახდება.
ეკა ბესელიამ საარჩევნო შტაბი ბათუმშიც გახსნა. პარტია "სამართლიანობისთვის" ბათუმის შტაბს მირიან პაპუნიძე უხელმძღვანელებს. ბესელიამ განაცხადა, რომ ის აჭარაზე განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებს და ეს რეგიონი მისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რადგან ოქტომბერში აჭარაში უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც ჩატარდება.
პარტია “სამართლიანობისთვის” კი ორივე საკანონმდებლო ორგანოს მანდატებისთვის იბრძოლებს.