17 ნოემბერი 2024,   23:38
ვრცლად
დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის პარამეტრები დამტკიცდა

დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის პარამეტრები დამტკიცდა - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი.

თბილისის მერის განცხადებით, ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი პანდემიის გათვალისწინებით დაიგეგმა, რის გამოც კონკრეტული პროექტები ვერ განხორციელდება.

"არსებული პანდემიიდან გამომდინარე გარკვეული პრობლემები შეიქმნა როგორც ქვეყანაში, ასევე მთელ მსოფლიოში სერიოზული პრობლემა არის ეკონიმიკური მიმართულებით. გულდასაწყვეტია, რომ მომდევნო წლის ბიუჯეტი ტრანსფერებითაც, დახმარებებითაც ვერ იყოს ისეთი როგორც მაგალითად 2020 წლის ბიუჯეტი," - აღნიშნა კახა კალაძემ. 

დღის ამბები