17 ნოემბერი 2024,   23:18
ვრცლად
"დამსხვრეული ოცნებების პარტიამ ახალგაზრდებს პერსპექტივა წაართვა" - გიორგი ვაშაძე სტუდენტებს შეხვდა

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ახალგაზრდებს შეხვდა. სხვადასხვა უნივერსიტეტიდან მოწვეული სტუდენტები საკუთარ პრობლემებსა და განათლების სისტემის ხარვეზებზე საუბრობდნენ.

"დამსხვრეული ოცნებების პარტიამ არამარტო დიდი ფული მოიპარა ბიუჯეტიდან, არამედ წაართვა პერსპექტივა ახალგაზრდებს. სტატისტიკის დეპარტამენტის ვებგვერდზე რომ შეხვიდეთ, ნახავთ რომ გაახალგაზრდავებულია ემიგრაციის ასაკი, ანუ ახლგაზრდა ადამიანები ტოვებენ ქვეყანას, იმიტომ, რომ ისინი ვერ ხედავენ საკუთარ პერსპექტივას. სწორედ ამიტომ "სტრატეგია აღმაშენებლის" გუნდის მიზანია, რომ ახალგაზრდებმა საკუთარი ადგილი ამ ქვეყანაში იპოვონ," - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები