ოპოზიციის მიერ დეკლარაციის შემუშავების საკითხზე, რომლის მიხედვითაც, პარტიებმა ხელმოწერით უნდა დაადასტურონ რომ არჩევნების შემდეგ, "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობაზე უარს იტყვიან - "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ პარტიებმა ღიად უნდა თქვან რა პოზიცია აქვთ.
"ძალიან ბევრი პარტია გამოჩნდა და კიდევ ბევრი გამოჩნდება, რომელთაგან ზოგი ნამდვილი ოპოზიცია იქნება, ზოგი კი დასაწყისშივე ეტყობა ხოლმე რომ უფრო სატელიტობისკენ იხრება. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამომრჩეველს აქვს უფლება, რომ ზუსტად იცოდეს თუ ვის რა პოზიცია აქვს. ვინ არის მზად შეუქმნას ოპოზიციას კოალიცია, ან "ქართულ ოცნებას" და ვინ არ არის მზად იმისათვის რომ ამომრჩეველს სიურპრიზები მოუწყოს," - აღნიშნავს "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე.
ოპოზიცია კიდევ ერთ დეკლარაციის ტექსტზე მუშაობს. პოლიტიკურმა ძალებმა ხელმოწერით უნდა დაადასტურონ, რომ "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობას არ აპირებენ.
ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია კოალიციურ ფორმატში მოქმედ მმართველ გუნდთან, არც ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ არ ითანამშრომლოს.