ოპოზიციის დეკლარაციაზე "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე გამორიცხავს, რომ "ქართულ ოცნებასთან" რაიმე კოალიცია შეიქმნას.
"მე გამოვრიცხავ იმ კონფიგურაციას, რომ შეიძლება "ქართულ ოცნებასთან" რაიმე კოალიცია შეიქმნას. ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ პრო-დასავლური კოალიცია იმ დასავლური ძალების, ვინც დღეს ოპოზიციაშია. ამასთან, ვაპირებ ამ პროდასავლური კოალიციის პრემიერი ვიყო," - აცხადებს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე.
პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერი ეკა ბესელია კი აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებას" არავინ მისცემს იმის ფუფუნებას, რომ ისევ მმართველი ძალა შექმნას.
"ქართულ ოცნებას" არ მივცემთ იმის ფუფუნებას, რომ ისევ მან შექმნას საქართველოში მმართველი ძალა. ამიტომ, ჩვენი არჩევანი იქნება ხელი შევუწყოთ ისეთ კოალიციას, სადაც ახალი პოლიტიკური ძალები იქნებიან. თუ იქნება ისეთი დაბალანსებული წარმომადგენლობა, რომელი დააზღვევს რისკებს, რომ გვექნება სხვა ტიპის მმართველობის სისტემა," - აღნიშნავს პარტიამ "სამართლიანობისთვის" ლიდერი ეკა ბესელია.
ოპოზიცია კიდევ ერთ დეკლარაციის ტექსტზე მუშაობს. პოლიტიკურმა ძალებმა ხელმოწერით უნდა დაადასტურონ, რომ "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობას არ აპირებენ.
ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია კოალიციურ ფორმატში მოქმედ მმართველ გუნდთან, არც ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ არ ითანამშრომლოს.