17 ნოემბერი 2024,   23:28
ვრცლად
გიორგი კახიანი - NDI-ის სადამკვირვებლო დელეგაციის კვლევაში გარკვეული უზუსტობებია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი ამბობს, რომ NDI-ის სადამკვირვებლო დელეგაციის კვლევაში გარკვეული უზუსტობებია. მაგალითად კი მას მოაქვს რეკომენდაცია, რომ მედიასაშუალებაში არ შევიდეს დროებითი მმართველი. 

"კანონმდებლობა ამის შესაძლებლობას თეორიულადაც კი არ იძლევა. ამიტომ, ეს გვაფიქრებინებს, რომ გარკვეული უზუსტობებზე არის დაფუძნებული მაგალითად, ეს რეკომენდაცია“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა.

თუმცა, კახიანი აქვე აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ამ პროცესში მონაწილეობა მისასალმებელია. 

"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები რაც შეიძლება მაქსიმალურად იყვნენ წარმოდგენილი საარჩევნო პროცესებში და ხელისუფლების მხრიდან გაკეთდება ყველაფერი, რომ ეს იყოს სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ეს არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში დემოკრატიულად სტანდარტების დაცვით “, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.

საერთაშორისო ორგანიზაცია NDI-მ ანგარიში გამოაქვეყნა. საარჩევნო ადმინისტრაცია, მედია, დეზინფორმაცია და კორონავირუსის გავლენა არჩევნებზე - დოკუმენტი ამ მიმართულებებს მოიცავს.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის სადამკვირვებლო დელეგაცია, წინასაარჩევნო გარემოს შესაფასებლად, 28 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში პოლიტიკური პარტიების, საარჩევნო ადმინისტრაციისა და მედიის წარმომადგენლებს ესაუბრა. NDI ანგარიშში 30 რეკომენდაციასაც გასცემს.

დღის ამბები