ერთკვირიანი სიღრმისეული ანალიზით NDI-მ წინასაარჩევნო გარემო შეაფასა და 30 რეკომენდაცია გასცა. ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტში ჩათვალეს, რომ თუ წინასაარჩევნო გარემოზე პროპორციულმა სისტემამ, ქალთა ჩართულობამ და არჩევნებისთვის ტექნიკურმა მზაობამ დადებითად იმოქმედა, არსებობს ისეთი გამოწვევები, რომელიც პოლარიზების რისკებსაც ზრდის და საზოგადოების ნდობასაც ამცირებს. ესენია: უყურადღებო ან მიკერძოებული აღსრულება, ადმინისტრაციული რესურსებისა და სასამართლო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, დაშინება და შევიწროვება, პერსონიფიცირებული და პოლარიზებული საარჩევნო კამპანია, ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების პროცესიდან გამოტოვება, საინფორმაციო გარემოს დაბინძურება.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ მსგავსი რეკომენდაციები ეუთო/ოდირმა უკვე გასცა, თუმცა მათი თქმით, ხელისუფლებამ ის არ გაითვალისწინა და არც ახლა აქვთ საპირისპიროს მოლოდინი.
"სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი" არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება "ოცნების" თქმით, პირველ რიგში მათი პრიორიტეტული მიზანია. ამოცანა კი ისაა, რომ სპეკულაციებისთვის ოპოზიციას სივრცე არ დაუტოვონ.