17 ნოემბერი 2024,   23:30
ვრცლად
ენმ-ის განცხადება გიორგი ვაშაძისთვის კონკურენტის დაყენების საკითხზე შეცდომა იყო - თაკო ჩარკვიანი

"ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, ისნის რაიონში გიორგი ვაშაძესთვის კონკურენტის შესაძლო დაყენების საკითხს, პარტია "კანონი და სამართალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი  გაერთიანებული ოპოზიციის მხრიდან  შეცდომას უწოდებს. 

"მე აღვიქვამ რომ დღევანდელი განცხადება შეცდომა იყო, ხვალ კი, თუ ამ ნაბიჯს გადადგამენ, ესეც შეცდომა იქნება. ისნის რაიონში, გიორგი ვაშაძესთან მიმართებაში ნამდვილად ირღვევა შეთანხმება, ვინაიდან შალვა ნათელაშვილის ოფისს ჩემთან არავითარი კავშირი არ ჰქონია. მე მათი წევრი არ ვარ და არც მათთან ერთად ვინაწილებ მაჟორიტარობას,"- ​განაცხადა პარტია "კანონი და სამართალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანმა. 

შესაძლოა, გიორგი ვაშაძეს "ნაციონალურმა მოძრაობამ" ისანში კონკურენტი დაუყენოს. მას შემდეგ, რაც ვაშაძემ გაერთიანებულ ოპოზიციასთან შეუთანხმებლად დაიწყო მოქმედება, პარტიაში ფიქრობენ, რომ ის საერთო შეთანხმებას არღვევს. საბოლოო გადაწყვეტილება ორშაბათს გახდება ცნობილი.



 

 

 

დღის ამბები