17 ნოემბერი 2024,   23:36
ვრცლად
"ჩვენ ვაპირებთ არჩევნებში მონაწილეობას" - "თავისუფალი დემოკრატებიდან" რამდენიმე ლიდერის წასვლას პარტიაში დარჩენილები ეხმაურებიან

"თავისუფალი დემოკრატებიდან" რამდენიმე ლიდერის წასვლას პარტიაში დარჩენილები ეხმაურებიან. საგანგებო ბრიფინგი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. უკვე ყოფილი თანაგუნდელების ბრალდებებს თამარ კეკენაძემ და ვახო მჭედლიძემ უპასუხეს.

"თავისუფალი დემოკრატების" წევრები, ვინც პარტიაში დარჩნენ, ამბობენ, რომ გამგეობის წევრთა შორის აზრთა სხვადასხვაობა პარტიის განვითარების ხედვამ გამოიწვია.  პარტიაში დარჩენილები ფიქრობენ, რომ "თავისუფალი დემოკრატები" უნდა განვითარდნენ დამოუკიდებლად და მათ არ სურდათ რომელიმე პარტიასთან ბლოკში გაერთიანება. ამ მოსაზრებას კი ეწინააღმდეგებოდნენ ის წევრები, რომელთაც პარტია დღეს დატოვეს.

"თავისუფალი დემოკრატები" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას დამოუკიდებლად გეგმავენ, თუმცა არ ამბობენ უარს, ითანამშრომლონ სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით პროდასავლურ პარტიებთან. 

"შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ პარტიაში წლებია არსებობს აზრთა სხვადასხვაობა და სამწუხაროა, რომ ბატონი შალვა, რომელსაც  აქვს იმის ამბიცია, რომ ქართულ პოლიტიკაში სტანდარტი შეცვალოს, ამ ტიპის აზრთა სხვადასხვაობას რომელიც არის დემოკრატიის ფუნდამენტი, ეძახის არაჯანსაღ სიტუაციას. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩაგვაგდო ამ გადაწყვეტილებამ, ჩვენ ვაპირებთ არჩევნებში მონაწილეობას და ვაპირებთ დამოუკიდებლად მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა,“ - განაცხადა თამარ კეკენაძემ.

ვახტანგ მჭედლიძე შალვა შავგულიძის განცხადებას ეხმაურება, სადაც ის ამბობს, რომ შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, გამგეობის 4 წევრიანი უმრავლესობა სიის მეორე ნომრად 2016 წელს, ლაგოდეხში "თავისუფალი დემოკრატების" მაჟორიტარობის კანდიდატის, ვახტანგ მჭედლიძის დასახელებას ითხოვდა, რომელსაც შალვა შავგულიძის თქმით, პარტიის განვითარებაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია.

მჭედლიძე ამბობს, რომ ის არა მეორე, არამედ მეექვსე ნომერი უნდა ყოფილიყო.

"ჩვენ გაცილებით მეტი გვაქვს გასაკეთებელი ოფისში, მეტი სტრატეგია გვაქვს უფრო, იმიტომ რომ დატოვა ჩვენმა ლიდერებმა ეს პარტია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ჩამოვყაროთ ხელები და არ გავიდეთ ამ არჩევნებზე. წინ 2020 წლის არჩევნებია, მე დარწმუნებული ვარ ჩემი ამომრჩევლის, ჩემი თავის და ჩემი გუნდის. მე მეექვსე ნომერი უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ არ მინდა რომ დავწვრილმანდე,“ - განაცხადა ვახო მჭედლიძემ,.

 

 

დღის ამბები