"ევროპული საქართველოს" ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა.
გელა დემეტრაძე "ნაციონალურ მოძრაობაში" გადავიდა, თავმჯდომარესთან ერთად პარტია ორგანიზაციის კიდევ რამდენიმე წევრმა დატოვა. ამ წუთებში, ადგილზე საკითხში გასარკვევად პარტიის თბილისიდან ჩასული წევრები იმყოფებიან.
"ვშორდები "ევროპულ საქართველოს", ეს არის არამარტო ჩემი, არამედ ცენტრალური ოფისის გადაწყვეტილებაც. მე ვაჟა ჩიტაშვილის საარჩევნო შტაბს ვუერთდები. ვფიქრობ, რომ პარტიაში უმრავლესობა მიიღებს იმავე გადაწყვეტილებას, რაც მე მივიღე, რადგან ჩვენი გუნდის ინტერესები ცენტრალური ოფისის წარმომადგენლებთან თანხვედრაში არ მოდის," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ახალციხის რაიონული ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე გელა დემეტრაძე.
"ევროპული საქართველო" ახალციხეში საკუთარი მაჟორიტარობის კანდიდატის დაყენებას გეგმავს.
"ჩვენ მზად ვიყავით მხარი ვანო მერაბიშვილისთვის დაგვეჭირა, თუმცა მან მიიღო გადაწყვეტილება რომ თავის კანდიდატს არ ასახელებს. ამიტომ ჩვენი კანდიდატი დავასახელეთ, რაც მიუღებელი აღმოჩნდა პარტიის ადგილობრივი აქტიური ნაწილისათვის,"- აცხადებს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან თარხნიშვილი.