17 ნოემბერი 2024,   23:26
ვრცლად
ენმ ისნის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატის დაყენების საკითხს განიხილავს - ხატია დეკანოიძე

"ნაციონალურ მოძრაობაში" ისნის მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი მაჟორიტარი კანდიდატის დაყენების საკითხთან დაკავშირებით, "დღის კურიერის" ეთერში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ხატია დეკანოიძემ დაადასტურა, რომ მისი პარტია ისნის ოლქში საკუთარი კანდიდატის დაყენებას გეგმავს. 

"ჩვენ მართლაც განვიხილავთ ისანში მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატის დაყენებას, თუმცა ჯერჯერობით გვინდა კონსულტაციები გავიაროთ და საბოლოოდ გადაწყვეტილებაც ამიტომ არ მიგვიღია. თუ ამ გადაწყვეტილებას მართლაც მივიღეთ, იქ ჩვენი მხრიდან მართლაც ძალიან ღირსეული კანდიდატი იქნება, მაგრამ მოსაზრებები იმაზე, რომ თურმე რაღაც შეთანხმებას ვარღვევთ, მინდა მათ შევახსენო, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" სხვადასხვა ოლქში სხვა პარტიულ კანდიდატს დაუჭირა მხარი ოპოზიციიდან. თავად გიორგი ვაშაძე იყო გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი აქტიური წევრი, თუმცა მან საკუთარი მოსაზრებების გამო დატოვა გაერთიანებული ოპოზიცია. ჩვენი მთავარი სამიზნე ოპოზიციის რომელიმე კანდიდატის დამარცხება არ არის, ჩვენი სამიზნე ბიძინა ივანიშვილია,"- განაცხადა ხატია დეკანოიძემ

ხატია დეკანოიძემ გიორგი ვაშაძის იმ გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა, როდესაც მან გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატი დატოვა. მისი განმარტებით, თაკო ჩარკვიანის მხრიდან გიორგი ვაშაძის პრემიერობის კანდიდატად დაყენების საკითხი ოპოზიციასთან შეთანხმებული არ ყოფილა.

"ძალიან ნიშანდობლივია პროპორციული სიის ნაწილი, ჩვენ ბიძინა ივანიშვილი პირველივე ტურში ძალიან დიდი ანგარიშით უნდა დავამარცხოთ. მას შემდეგ, რაც გიორგი ვაშაძემ გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატი დატოვა, ბევრი ამომრჩევლისთვის მისი გადაწყვეტილება გაუგებარი იყო. ჩვენ ჩვენი ხმების მობილიზაცია პროპორციული სიის ნაწილშიც ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია. 

მე ასევე, მინდა ქალბატონ თამარ ჩარკვიანს შევახსენო, რომ როდესაც ის საუბრობდა გაერთიანებული ოპოზიციის მხრიდან გიორგი ვაშაძის პრემიერობაზე, ეს საკითხი გაერთიანებულ ოპოზიციასთან გავლილი არ ყოფილა. რევიზია კი, სწორედ მაშინ მოხდა," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ

 

 

 

დღის ამბები