17 ნოემბერი 2024,   23:23
ვრცლად
NDI-ის ანგარიში ბუნდოვანია, მოვუწოდებ სწორად შეარჩიონ პარტნიორები, რომ ტყუილის დაწერა არ მოუწიოთ - თეა წულუკიანი

ანგარიში ბუნდოვანია - NDI-ის ბოლო კვლევას იუსტიციის მინისტრი აკრიტიკებს. თეა წულუკიანის განმარტებით დოკუმენტი ცრუ ინფორმაციას შეიცავს.

საუბარია ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე, სადაც ნათქვამია რომ არჩევნებთან დაკავშირებით, ქვეყანაში არაერთი გამოწვევა არსებობს.

"იქ არის გაურკვეველი და ბუნდოვანი პასაჟები, რადგან მოხსენებაში საქართველოს რეალობა არ არის აღწერილი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს საერთაშორისო მეგობარ ორგანიზაციებს, რომ სწორად შეარჩიონ ველზე თავიანთი პარტნიორები იმისათვის, რომ მათი რეპუტაცია მაღალი იყოს და არ მოუწიოთ თავიანთ მოხსენებებში ტყუილის დაწერა,"- აცხადებს თეა წულუკიანი. 

დღის ამბები