"თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარის პოსტი შალვა შავგულიძემ 3 წლიანი მუშაობის შემდეგ დატოვა და პარტიიდანაც წავიდა. მიზეზად პარტიის გამგეობაში არაჯანსაღი ვითარება და წევრების მიმართ უნდობლობა დასახელდა.
შალვა შავგულიძე არ არის დარწმუნებული, რომ პარლამენტში შესვლის შემთხვევაში მისი უკვე ყოფილი თანაგუნდელები "ქართული ოცნების" კოალიციაში არ აღმოჩნდებიან. ამის თქმის საფუძველს კი მისი განმარტებით "თავისუფალი დემოკრატების საგარეო მდივნის დევი ტაბიძის მმართველი პარტიის ღონისძიებაზე დასწრება აძლევს. კიდევ ერთ მიზეზად შავგულიძე საარჩევნო სიაში მეორე ნომრად ვახტანგ მჭედლიძის ჩაწერას ასახელებს.
"თავისუფალი დემოკრატებში" კი სადაც ლიდერების წასვლის შემდეგ პარტიის თავმჯდომარის მოვალეობას გენერალური მდივანი თამარ კეკენაძე ასრულებს, ამბობენ რომ შავგულიძის ბრალდებები ტყუილია.
პარტიაში მიმდინარე პროცესებს პოზიტიურს უწოდებს "თავისუფალი დემოკრატების" გუნდის ყოფილი წევრი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. მმართველ გუნდში აქცენტს შალვა შავგულიძისა და "თავისუფალი დემოკრატების "ყოფილი ხელისუფლების წევრებთან კავშირზე აკეთებენ.
შალვა შავგულიძესთან ერთად "თავისუფალი დემოკრატები" დღეს ნინო გოგუაძემ და სანდრო ბარამიძემაც დატოვეს.