17 ნოემბერი 2024,   23:38
ვრცლად
"ლელომ" 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით, კონკრეტული კითხვებით თეა წულუკიანს მიმართეს

"ლელოს" წევრებმა - ანა ნაცვლიშვილმა და გრიგოლ გეგელიამ იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით, კონკრეტული კითხვებით მიმართეს.

მათი მთავარი შეკითხვა იყო, თუ რამდენად აქტიურად არის ჩართული ჰააგის სასამართლოს გამოძიების პროცესებში იუსტიციის სამინისტრო და ხელისუფლება.

"ლელოს" წევრებმა 10 დღე მისცეს იუსტიციის მინისტრს ოფიციალური პასუხის მისაღებად.

"2015 წელს, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაიწყო გამოძიება, რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე. ჩვენ დღეს, იუსტიციის მინისტრს 10 კითხვით მივმართავთ. ეს კითხვები მოგვცემს საშუალებას პროცესი პირველად გახდეს გამჭვირვალე ყველასათვის," - აცხადებს პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი  ანა ნაცვლიშვილი. 

დღის ამბები