17 ნოემბერი 2024,   23:35
ვრცლად
თუ ეკონომიკური კრიზისისას შესაძლებელი იყო ონკოლოგიური პაციენტებისათვის დაფინანსების გაზრდა, აქამდე რატომ არ გაკეთეს - გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ და სერგო ჩიხლაძემ მთავრობის მორიგი დაპირება, რომელიც ონკოლოგიური პაციენტებისთვის დაფინანსების გაზრდას ეხება გააპროტესტეს.

მათი თქმით, მთავრობამ ონკოლოგიური დავადებების დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება გვიან მიიღო.

"ჩვენმა საერთო ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და "დამსხვრეული ოცნების" ხელისუფლებამ როგორც იქნა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა სრულად დააფინანსოს. ჩვენგან ისმის მთავარი კითხვა - თუ ახლა, უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის დროს შესაძლებელი იყო ამის გაკეთება, აქამდე რატომ არ გაკეთდა ეს," - აცხადებს პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე. 

დღის ამბები