აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ რუსეთმა საქართველოსთან ფრენებზე დაწესებული შეზღუდვა უნდა მოხსნას. კელი დეგნანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის პოლიტიკურ გზავნილებს გამოეხმაურა.
"ნორმალიზების გზა არის, რომ რუსეთმა უნდა მოხსნას შეზღუდვა ფრენებზე, ეს იქნება მთავარი ნაბიჯი, რაც ურთიერთობების ნორმალიზებას შეუწყობს ხელს," - განაცხადა კელი დეგნანმა.
საქართველო-რუსეთს შორის შეწყვეტილი პირდაპირი ფრენებიდან 13 თვის შემდეგაც, რუსეთის ოფიციალური პირები იმედოვნებენ მოიხსნას შეზღუდვა, რომელიც 2019 წლის ივლისში თავად დააწესეს. ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის გამარტივების სურვილს ამჯერად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აფიქსირებს. სერგეი ლავროვი გაზეთ "ტრუდთან" ინტერვიუში საუბრობს პოლიტიკური დიალოგის კარასინი-აბაშიძის ფორმატის აღდგენაზეც, რომლის წინაპირობაც რუსი დიპლომატის თქმით, გაუმჯობესებული ეპიდვითარება უნდა გახდეს.
ახალ გზავნილში კრემლი ხაზს უსვამს "ქართული ოცნების" ინიცირებულ კურსს 2012 წელს, რომ გადაიდგას ნაბიჯი ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. თუმცა ამ ფონზე საქართველოს, როგორც პარტნიორს კრემლი მიზნებს უწუნებს.