17 ნოემბერი 2024,   23:34
ვრცლად
UNICEF-ს საქართველოს რეალობა კარგად აქვს შესწავლილი, აუცილებელია მთავრობამ იმუშაოს მიზნობრივ ჯგუფებთან ერთად - ექსპერტები

UNICEF-მა საქართველოში სიღარიბეზე კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენის რისკები შეისწავლა და მთავრობას რეკომენდაციებით მიმართეს. გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) კვლევაზე, სადაც ნათქვამია, რომ 18 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის საყოველთაო ფულადი დახმარება კარგი მოდელია მოსახლეობისა და ბავშვების სიღარიბის დასაძლევად, ექსპერტთა წრეებში შეფასებები უკვე მოჰყვა. მათი თქმით, ორგანიზაციას საქართველოს რეალობა კარგად აქვს შესწავლილი. 

"მათ საქართველოს რეალობა ძალიან კარგად აქვთ დანახული. სხვადასხვა სცენარის შემთხვევაში შესაძლებელია სიტუაციის უცვლელად შენარჩუნება, გაუმჯობესება ან გაუარესება. ყველაფერი ამ ეტაპზე დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მდგომარეობა გვქნება პანდემიის თვალსაზრისით, რომელი ახლა სტაბილურია. მთავრობამ ამ შემთხვევაში აუცილებლად მიზნობრივ ჯგუფებთან უნდა იმუშაოს,"- აცხადებს თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია. 

ექსპერტი ოთარ ანგურიძის განცხადებით, კი UNICEF-მა საქართველოს 50 ლარიანი დახმარება შესთავაზა, თუმცა მთავრობამ 200 ლარიანი დახმარების გაწევის გადაწყვეტილება მიიღო. 

"აუცილებელია, რომ მთავრობამ ეს პროგრამები შეიმუშაოს იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არ ვიცით ეს პანდემია რამდენ ხანს გაგრძელდება. დღეს გავიგეთ, რომ 50 ლარიანი დახმარება იყო შეთავაზებული მთავრობის მიმართ UNICEF​-დან, თუმცა 200 ლარიანი გაკეთდა, რასაც ძალიან დადებითად აფასებენ," - აღნიშნავს თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძე.

ორგანიზაციამ შეისწავლა საქართველოში სიღარიბეზე კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენის რისკები. შედეგების პრეზენტაცია UNICEF-ის წარმომადგენლებმა დღეს გამართეს და მთავრობას რეკომენდაციებით მიმართეს .

 

დღის ამბები