17 ნოემბერი 2024,   23:26
ვრცლად
ბავშვების მიმართ ჩვენი ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებები ძალიან პოზიტიურია - მამუკა მდინარაძე

სამთავრობო გუნდში UNICEF-ის კვლევაზე ამბობენ, რომ გარემოს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციებს ხელისუფლება ყოველთვის ითვალისწინებს და კვლევის ეს მონაცემებიც ამის დასტურია. ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ ბავშვები მათი მთავრი პრიორიტეტია. 

"სამწუხაროდ მსოფლიოში 2 მილიონზე მეტი ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში, მაგრამ სასიხარულია, რომ ამ ფონზე საქართველოს მონაცემები დადებითად ფასდება. ჩვენი ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებები ბავშვების მიმართ ძალიან პოზიტიურია. რაც UNICEF-ის მიერ იყო რეკომენდირებული თანხა, ჩვენ შევძელით და 4-ჯერ მეტი კომპენსაცია გადავეცით ბავშვებს. ეს ბავშვების ყოველდღიური შიმშილის პორობლემას დროებით გადაჭრის,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე. 

გაეროს ბავშვთა ფონდმა(UNICEF) საქართველოში სიღარიბეზე კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა, რომლის შედეგების პრეზენტაციაც საქართველოს მთავრობისა და UNICEF-ის წარმომადგენლებმა დღეს ერთობლივად გამართეს.

კვლევაში ნათქვამია, რომ 17 წლის ჩათვლით ასაკის ბავშვებისათვის საყოველთაო ფულადი დახმარება ყველაზე ეფექტური მოდელია მოსახლეობისა და ბავშვების სიღარიბის დასაძლევად.

 

 

 

 

დღის ამბები