17 ნოემბერი 2024,   23:25
ვრცლად
გამიჯნული არ არის ერთმანეთისგან მმართველი პარტია და ხელისუფლება, დახმარებები იფუთება ისე, თითქოს ამას აკეთებს პარტია - სულხან სალაძე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ხელისუფლების მხრიდან პანდემიის დროს გარკვეული ტიპის დახმარების პროგრამის შესახებ  ამბობს, რომ ორგანიზაციისთვის მიუღებელია კომუნიკაციის ის ფორმა, რასაც, ამ შემთხვევაში, ხელისუფლება იყენებს. 

სალაძე აცხადებს, რომ  მმართველი პარტია და ხელისუფლება ერთმანეთისგან გამიჯნული არ არის და ეს ყველაფერი იფუთება ისე, თითქოს ამას აკეთებს მმართველი პარტია და ეს არ წარმოადგენს ხელისუფლების ვალდებულებას. 

"სულ რამდენიმე დღის წინ, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ვსაუბრობდით სახელმწიფოს მხრიდან პანდემიის ფონზე მესამე ფაზის დახმარებების დაწყებასთან დაკავშირებით. ჩვენ აქ ხაზგასმით გვინდა ვთქვათ საიას პოზიცია, რომ ეჭვის ქვეშ არ ვაყენებთ, თავისთავად, ხელისუფლების მხრიდან გარკვეული ტიპის დახმარების პროგრამის შემოტანას, მაგრამ ჩვენთვის მიუღებელია კომუნიკაციის ის ფორმა, რასაც ხელისუფლება იყენებდა, ამ შემთხვევაში. მხედველობაში მაქვს ის გარემოება, რომ, პრაქტიკულად, გამიჯნული არ არის ერთმანეთისგან მმართველი პარტია და ხელისუფლება და ეს ყველაფერი იფუთება ისე, თითქოს ამას აკეთებს მმართველი პარტია და ამას არ წარმოადგენს ხელისუფლების ვალდებულებას. ამიტომ, ამ თვალსაზრისით, როდესაც აქტიურად ხდება, მაგალითად, ბიძინა ივანიშვილის სახელის ხსენება, რომელიც ყველაზე დიდი შემომწირველი იყო ამ ფონდში, როდესაც მუდმივად ხდება პედალირება და საუბარი ამ ნაწილზე, ბუნებრივია, ეს აჩენს ეჭვს, რომ ეს უფრო ამომრჩევლის მანიპულაციას ემსახურება, ვიდრე ხელისუფლების მხრიდან ცალსახად დახმარების სურვილს,“ - განაცხადა სულხან სალაძემ

დღის ამბები