"ლეიბორისტული პარტია" ლიდერი შალვა ნათელაშვილი "ღამის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ პარტიის ოფისი მის სახელზე მხოლოდ იმიტომ არის გაფორმებული, რომ პროვოკატორებმა არ წაართვან. ნათელაშვილის თქმით, მან 2002 წელს საკუთარი ნაშოვნი თანხით იყიდა ოფისი და პარტიას გადასცა.
"ოფისზე მე ვარ პასუხისმგებელი, სანამ მე ვარ პარტიის თავმჯდომარე. იქნება სხვა პარტიის თავმჯდომარე - ის იქნება პასუხისმგებელი. რა არის ამაში დანაშაული? მე ვარ პარტიის თავმჯდომარე და ჩემი საკუთრება გადავეცი პარტიას, ცუდია რამე? მე ვარ პარტიაში და პარტიის ბინაში.
ოფისი ჩემს სახელზე იქნება სანამ პარტიაში არ იქნება ახალი თავმჯდომარე. თანხა მე ვიშოვე 2002 წელს და ვიყიდე პარტიისთვის ოფისი. იცით რატომ არის ჩემზე გაფორმებული? აი ისეთმა პროვოკატორებმა, თქვენ რომ წაიკითხეთ წეღან გვარი და კიდევ სხვებმა, რომ არ შეიტანონ სასამართლოში სარჩელი და არ დაითრიონ ოფისი. ოფისი რომ არ წაიღონ, რაც ყველა მოღალატეს ხელისუფლების დავალებით უნდოდა," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.