არის თუა არა სააკაშვილი დიქტატორი - "ღამის კურიერის" ეთერში, წამყვანმა ირაკლი იმნაიშვილმა შალვა ნათელაშვილს ვაშინგტონში გამართული აქცია გაახსენა, სადაც ის სააკაშვილს დიქტატორს უწოდებდა. ამ კითხვაზე შალვა ნათელაშვილმა პირდაპირ პასუხს თავი რამდენჯერმე აარიდა და განაცხადა, რომ ისეთი ბოროტმოქმედი, როგორიც ივანიშვილია - არავინ ყოფილა.
"დღეს სააკაშვილის ფაქტორიც გამოსაყენებელია ივანიშვილის მოსაცილებლად იმიტომ, რომ სააკაშვილის პოლიტიკამაც გამოიწვია მისი მოსვლა აი ამ ავბედითი, ბოროტი კაცის ხელისუფლებაში და ისიც უნდა ჩადგეს ფარვატერში, რომ ის მოვიცილოთ ერთად, აი ასე გიპასუხებთ ამ შეკითხვაზე. ყოველ შემთხვევაში, ისეთი ბოროტმოქმედი, როგორიც ივანიშვილია - არავინ არ ყოფილა, არც სააკაშვილი და შევარდნაძე.
პოლიტიკურ შეფასებებს არ ვიმეორებ, რადგან არ მინდა, ივანიშვილმა ამ ღამეს მშვიდად დაიძინოს. მე მინდა, რომ დალიოს სტაფილოს წვენი, მერე ატკივდეს ის მუცელი, რომელშიც ჩვენი ბიუჯეტი მოათავსა და შემდეგ ეს ყველაფერი დამთავრდეს ბროწეულის ოყნით და მისი აქედან პირდაპირ გლდანის ციხეში გაფრენით," - აცხადებს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი.