17 ნოემბერი 2024,   23:27
ვრცლად
ღიმილის გარეშე რა უნდა გიპასუხოთ, სასაცილო ისტორიაა - გიორგი გახარია მამუკა ხაზარაძის წერილზე

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე, ექსპერტიზის დასკვნის ის შედეგი, სადაც პროკურატურის მიერ გუშინ გავრცელებული განცხადების თანახმად, წერილზე არსებული ანაბეჭდი პრემიერს არ ეკუთვნის, - სასაცილო ისტორიაა და აღნიშნულ საკითხზე მას ღიმილის გარეშე საუბარი გაუჭირდება. 

"ამაზე ღიმილის გარეშე რა უნდა გიპასუხოთ. ამ სასაცილო ისტორიაში ყველაზე მთავარი იყო ის, რომ მე ჩემი ვალდებულება ანუ, გამოძიებასთან თანამშრომლობა უნდა შემესრულებინა და ეს გავაკეთე,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ განხორციელებული შესაძლო იძულების ფაქტზე დანიშნული დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა მიიღო. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი, სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს" დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წერილზე არსებული თითის ანაბეჭდები არ ეკუთვნის საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას.

დღის ამბები