"ლელო-ს" საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბადრი ჯაფარიძემ ვაჟა ფშაველას გამზირზე მცხოვრებ მოსახლეობასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საბურთალოზე ისე როგორც დანარჩენ საქართველოში მოსახლეობის ყველა პრობლემა უმუშევრობაა. ბადრი ჯაფარიძემ საბურთალოს ოლქის ამომრჩეველს "ლელოს" ეკონომიკური პროგრამა და სამოქმედო გეგმა გააცნო.
"რა თქმა უნდა, ჩვენ ვიღებთ დაპირებას, რომ არჩევნების მეორე დღიდანვე ჩვენ ვიზრუნებთ იმაზე, რომ დაიწყოს კრიზისიდან გამოსვლა. ეს გულისხმობს იმას, რომ უნდა შეწყდეს ქაოტური განვითარება, უნდა დავიწყოთ ზრუნვა იმაზე, რომ ადამიანებს სამუშაო ადგილები გავუჩინოთ; ზრუნვა იმაზე, რომ ადამიანებმა იგრძნონ ყურადღება სახელმწიფოსგან და არ იყვნენ ასე მიტოვებული ბედის ანაბარა," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.