ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა, ოპოზიციის განცხადებების საპასუხოდ, რომლის თანახმადაც "ქართული ოცნება" გიორგი გახარიას გადარჩენას ცდილობს, განაცხადა, რომ გიორგი გახარიას გადასარჩენი არაფერი სჭირს.
საქმე ეხება მამუკა ხაზარაძის მიერ წარდგენილ მუქარის წერილს და მასზე გამოქვეყნებულ დასკვნას, რომელზე ასრსებული თითის ანაბეჭდები გიორგი გახარიას არ ეკუთვნის.
"ამ წერილს არანაირი კავშირი არ ჰქონდა გახარიასთან. ნამდვილად მინდა კომენტარის სახით გავაკეთო, რომ გადასარჩენი გახარიას არაფერი სჭირს,"- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
პროკურატურამ გუშინ გაავრცელა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ განხორციელებული შესაძლო იძულების ფაქტზე დანიშნული დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა. სასამართლო ექსპერტიზის დასკვნით, მამუკა ხაზარაძის წერილზე არსებული თითის ანაბეჭდები არ ეკუთვნის გიორგი გახარიას.